ერთ დღეში Tesla-ს აქციების ფასი 15.4%-ით შემცირდა. შეიცვალა სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულებაც. companiesmarketcap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ამერიკის საფონდო ბირჟაძე Tesla-ს ერთი აქციის ღირებულება 222.15 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი 714.5 მლრდ დოლარამდე დაეცა. სხვათა შორის 2025 წლის დასაწყისში 1.32 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ამასთან, 5%-ით გაუფასურდა NVIDIA. Apple-ს აქციების ფასი კი 4.85%-ით დაეცა. ერთადერთი ამერიკული მსხვილი ბიზნესი, რომლის აქციების ფასი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა, უორენ ბეფეტის ჰოლდინგური კომპანია Berkshire Hathaway. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში კომპანიის აქციების ფასი 0.3%-ით გაიზარდა, კაპიტალიზაციამ კი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. სხვათა შორის, საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის მნიშვნელოვანმა ვარდნამ, სამწუხაროდ, საქართველოს საპენსიო ფონდზეც მოახდინა ცუდი ზემოქმედება. მისი აქტიცების დაახლოებით 18 პროცენტი იმ უცხოური კომპანიების აქციებშია განთავსებული, რომელთა ღირებულება განსაკუთრებით შემცირდა. მათ შორის რეკორსმენებია ტესლა და ენვიდია. თუ რამდენი დაკარგა საქართველოს საპენსიო ფონდმა ამერიკული კომპანიების აქციების ვარდნით, ამაზე განმარტებას ალბათ ფონდი თავად გააკეთებს.