დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს და ადგილზევე დააკავეს. მეორე ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო კი ძალაში დატოვეს. ორივე ბრალდებული მათ წინააღმდეგ საქმის წარმოებას პოლიტიკურს უწოდებს. სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები და როგორ წარიმართა დღევანდელი სასამართლო სხდომა.