თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, სამოქალაქო აქტივისტები და მსახიობები. შეკრებილები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ. უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციაც.თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს, რამაც თეატრალურ უნივერსიტეტთან პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტმაც, სადაც აღნიშნული იყო რომ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, სტუდენტებს კი უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.