ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი კუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. ლიეტუვაში გამართულ ევროპირველობაზე 5-მა ქართველმა იასპარეზა და ხუთივემ მედალი მოიპოვა - 3 ოქროს და 2 ვერცხლის. 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები დიმიტრი ბერაია, ლუკა აჩბა და გოგა სიჭინავა გახდნენ. ანჟელა მომცელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ასევე სპეციალური პრიზით დაკიდლოვდა, როგორ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოგო მებრძოლი. 13 წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი დემეტრე კესარელი გახდა.