„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილება ამჯერად ნარკოტიკული საშუალებების დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნის საკითხების რეგულირებას ეხება. მმართველი გუნდი ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც სისხლის სამართლის, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების მიღებით ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული პრობელემების აღმოფხვას შეეცდებიან. ოპონენტები კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცვლილებებს დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის გარეშე იღებს.