არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროტესტის 8 მონაწილის - ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის წინააღმდეგ ე.წ. “ჯგუფური ძალადობის” მოტივით მიმდინარე საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების - განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ.