ოპოზიციური პარტიების აზრი კვლავ უცვლელია - ისინი ოთხ ოქტომბერს ჩანიშნული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას არ განიხილავენ. როგორც თავად აცხადებენ, „ქართული ოცნება“ ამ თემით სპეკულირებს, რათა ოპოზიციაში უთანხოება გამოიწვიოს. ამავდროულად, ოპოზიციონერ ლიდერებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრები გრძელდება. როგორც აღნიშნავენ, შეხვედრები ემსახურება საპარლამენტო არჩევნების თარიღის ჩანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების დაჩქარებას. ოპონენტების ძალისხმევის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პოზიციას არ ცვლის. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან.