პარიზში 36 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ტიერი ბურკჰარდი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“პარიზში, ჩემს კოლეგა, ბრიტანელ ტონი რადაკინთან [და] 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებთან ერთად - შევიკრიბეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად. გადამწყვეტი მომენტია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების კუთხით ევროპულ პოზიციას განსაზღვრავს. უკრაინასთან მიმართებით და აშშ-სთან დაკავშირებით”, - წერს ბურკჰარდი.
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების გენერალური შტატების უფროსები: ალბანეთი, გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი და თურქეთი.