ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.