ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ევროკომისიის ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო შემდგომი ნაბიჯებისათვის აქტიურად იმუშაონ. ევროპელი ლიდერები აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების მიერ საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოფიციალური პარიზი და მისი პარტნიორები რჩებიან გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულები, რომელსაც მხარს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები დაუჭერს. შეთანხმებას დადებითად აფასებენ დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებიც. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა" და თუ ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას მიიღებს, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.