აშშ-ის სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტში, სადაც „მეგობარი აქტი“ უნდა განეხილათ მოსმენა გადაიდო. არადა დოკუმენტი ამერიკელმა დიპლომატებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა გასულ კვირას წარადგინეს.ოპოზიცია ვაშინგტონიდან პოზიტიურ გზავნილებს და ქართული ოცნების მისამართით სანქციებს ელის, მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ინიცირებული დოკუმენტი უცხოელი აქტორების მხრიდან შანტაჟის მორიგი უშედეგო მცდელობაა. მეგობარი აქტი, რამდენიმე დებულებას შეიცავს,მათ შორის საქართველოს მთავრობის ქმედებების შესწავლას. და სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების საპასუხოდ კი , აქტი ასახავს აშშ-ის დახმარებას, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიმართულებით.