სახალხო დამცველის აპარატს 5 წლის ვადით ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, ხელახალი აკრედიტაციის სერტიფიკატი ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან. ლევან იოსელიანს შესაბამისი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე გადაეცა.