ე.წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, 300-ი ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულების მომხრეები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გაცემული დაკვეთის შესრულებად მიიჩნევენ.