მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო სახსრების მთვისების საქმეზე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მხოლოდ სამშობლოს ერთგულებისა და პატრიოტიზმის გამო ისჯება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.