სამართლიანი არჩევნები საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ევროინტეგრაციის მომხრე საჯარო მოხელეები, რომლებიც ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისფედში თვლიან, რომ საჯარო სამსახურებში რეორგანიზაცია მთავრობისთვის არასასურველი პოლიტიკური გემოვნების მქონე დასაქმებულების გათავისუფლების მიზნით დაიწყო. როგორც აღინიშნა, სასამართლო პროცესები ერთეულ შემთხვევაში დაწყებულია. ორგანიზაციაში ელოდებიან, რომ პროცესი მასშტაბურ სახეს მიიღებს, რადგან მათი თქმით, რეორგანიზაცია საჯარო უწყებებში დასრულებული არ არის.