საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მშვიდობიანი დემონტრანსტების წინააღმდეგ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებისა და პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და დამუშავების შესწავლას ითხოვს. ამ მოწოდებით არასამთავრებო ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს. საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი დემონტრანსტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისათვის იყენებს. იურისტის თქმით, აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში.