მარკო რუბიო - დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება - Palitra News

მარკო რუბიო - დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება

2025-03-12 16:45:16+04:00

დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს განცხადებით, იმედი აქვს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ აშშ რუსეთისგან დადებით პასუხს მიიღებს.

„თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ამით ძალიან ბევრს გავიგებთ. ბურთი ნამდვილად მათ მოედანზეა. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას „მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად საკმარისი შემაკავებელი საშუალება“ სჭირდება.

რუბიოს ცნობით, გუშინ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილეს.