ოფიციალური კიევი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა - რუსეთი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ დათანხმდება - Palitra News

ოფიციალური კიევი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა - რუსეთი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ დათანხმდება

2025-03-12 21:06:58+04:00

ოფიციალური კიევი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა. აშშ-მ შეხვედრისას გაცემული პირობის შესრულება დაიწყო და უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება განაახლა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთთან კონტაქტი დღეს ექნება. ოფიციალური მოსკოვი დასკვნების გამოტანასა და პროგნოზების გაკეთებას არ ჩქარობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისმა ქვეყანამ იცის, როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე. რუსეთი მოლაპარაკებებისას საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ითხოვს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ დათანხმდება.