პროფკავშირები სოლიდარობისთვის!“ – ამ სახელწოდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან 10 პროფესიული კავშირი გაერთიანდა და ერთობლივი მანიფესტაცია გამართა. შეკრებილების განცხადებით, მათი მიზანია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოში შრომითი უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ. მათი თქმით, ხელისუფლება შრომითი უფლებების დაცვისთვის არაფერს აკეთებს. პროფკავშირების წარმომადგენლები მოითხოვენ, დასაქმებულებს რეალური სოციალური გარანტიები ჰქონდეთ.