აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რესურსი დასავლეთთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ქართული ოცნება ახლა დიდ იმედებს ამყარებს და ხშირად საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დიფ სთეითის დამარცხებაზე. თავის მხრივ, ორხმრივი ურთიერთობის აღდგენის ვერავითარ რესუსრს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ დასავლური ქვეყნები არ შეურიგდებიან ისეთ ხელისუფლებას, რომელმაც მისი ხალხის ნების წინააღმდეგ ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის.