პარიზში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა - ხუთი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის მხარდაჭერის ფორმატთან დაკავშირებით კონსენსუსის შესახებ განაცხადა. აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების პირველი გარანტია თავად უკრაინის არმიაა და ევროპას უკრაინის არმიისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემა შეუძლია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, ომის შემდგომი უსაფრთხოება მხოლოდ ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგების კონტექსტში არ უნდა განიხილონ.