თურქეთისა და პოლონეთის ლიდერების პრესკონფერენცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - ორი ქვეყნის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას უკრაინასავით კონსტრუქციულად უპასუხებს. ერდოღანი მიესალმა უკრაინის მიერ 11 მარტს ამერიკელებთან საუბრის შემდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე თანხმობას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-სა და ევროპის ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტურად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა. მისივე თქმით, პოლონეთი მზადაა, თავდაცვის სფეროში თურქეთთან თანამშრომლობისთვის.