როდიდან დაიწყება ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებეის გადატვირთვა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში დიფ სთეითის გავლენებზე საუბრობს. გუშინ მან აღნიშნა, რომ ე.წ დიფ სთეითის გავლენის ქვეშ მყოფი პირები მას და მმართველი გუნდის სხვა წევრებს საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდნენ და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებით ემუქრებოდნენ. უმრავლესობის ლიდერების განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება გამოგონებულ მტერს ებრძვის. მაშინ როცა ქართული ოცნება იმედებს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებს, ოპოზიცია აშშ-ის სენატში რეგისრირებულ ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე საუბრობს და იმედოვნებს, საერთაშორისო წნეხი ქართულ ოცნებაზე გაიზრდება.