არგენტინაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში ეროვნული კონგრესის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის საპენსიო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეები სამართალდამცავების მიმართულებით კი სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. უცხოური მედიების ცნობით, აქციები პენსიონერების მიერ არის ორგანიზებული, რომელთა მოთხოვნებს შორის პენსიების ზრდა და პრეზიდენტის მიერ უფასო მედიკამენტების შემცირების გაუქმებაა.