შეძლებს თუ არა ქართული ოპოზიციური ფლანგი გაერთიანებას და სალომე ზურაბიშვილის გარშემო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას? ოპოზიციური პარტიები კონსესუსის მიღწევას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ. უფრო მეტიც კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გაერთიანებას ხელს უშლის ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის ამპარტავნდება. როგორც ცნობილია, გაერთიანების ინიციატივას მხარს უჭერენ კოალიცია ძლიერი საქართველო და ერთობა ნაციონალური მოძრაობა. თუმცა ოპოზიციის ერთიანი სტრუქტურისა და სისტემის გარშემო არსებობის წინააღმდეგია პარტია გახარია საქართველოსთვის. ვიდრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს მართავს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური რესურსი ამოწურეს.