რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა. - 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უკრაინის თანხმობის შემდეგ მსოფლიო რუსეთის ფედერაციის პასუხის მოლოდინშია. აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ამერიკაც და ევროპაც პოზიტიურადაა განწყობილი. ტრამპის მკაფიო გზავნილების პარალელურად, ევროკავშირმა უახლესი რეზოლუცია მიიღო, რომელიც თავდაცვის საკითხებში უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის საკითხზე უკვე შედგა 5 ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრაც - რა გზავნილები აქვთ მსოფლიო ლიდერებს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ და როდის შედგება აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა.