კანადის პასუხი შეერთებულ შტატებს - ამერიკული ტარიფების საპასუხოდ კანადა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციას 25%-იან გადასახადს უწესებს. აღსანიშნავია, რომ კანადა ამერიკის უმსხვილესი ექსპორტიორია ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაში. კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტარიფები ძალაში 13 მარტიდან შევა. დღეიდან კი ამერიკული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა, რომელიც ვაშინგტონმა კანადას, მექსიკას, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას დაუწესა.