თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იმდინევე იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ მონაცემებს „გალთ ენდ თაგარტი“ აქვეყნებს. მათი შეფასებით, მიმდინარე წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 246 მლნ დოლარი შეადგინა, რაც უცვლელი მაჩვენებელია გასული წლის თებერვალთან შედარებით. კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 536 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმი შემოსავლის სახით 4.5 მლრდ დოლარს მიიღებს