საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით. დაგროვილი პენსიით უკვე 17 085-მა პირმა ისარგებლა.საპენსიო სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის მილიონ 597 ათას ადამიანს შეადგენს. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, თებერვლის მდგომარეობით, დაგროვილი პენსიით სულ 17 085-მა პირმა ისარგებლა, ხოლო გაცემული თანხის მოცულობამ 70 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულება 6.4 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა