გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო ალტერნატიული პოლიტიკური ერთობის იდეის ირგვლივ,-ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე ვერ ახერხებენ საკითხზე შეთანხმების მიღწევას. ოპიზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესს ხელს კონკრეტული პოლიტიკური აქტორების ამპარტავნება უშხლის. გაერთიანების იდეას მხარს უჭერენ კოალიცია ძლიერი საქართველო და ერთობა ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ალტერნატიული პოლიტიკური ერთობის მომხრე არ არის პარტია გახარია საქართველოსთვის. რა ეტაპზეა ოპოზიციის მოლაპარაკებები და როგორ პასუხობს მმართველი გუნდი ოპონენტების გაერთიანების იდეას.