გადაიტვირთება თუ არა ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის? ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები საქართველოში ე.წოდებული „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობენ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ე.წ დიფ სთეითის გავლენის ქვეშ მყოფი პირები მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. როგორც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, ე.წ. „დიფ სთეითი“ „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დაბრუნებით იმუქრებოდა. ამის ფონზე, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ გამოგონილ მტერს ებრძვის. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებს, ოპოზიცია „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საერთაშორისო წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ მეტად გაიზრდება