პარლამენტი “ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ცვლილება შედის როგორც ადმინისტრაციულ, ისე “სისხლის სამართლის კოდექსშიც.” ექსპერტებისა და პოლიტიკოსების თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს, რის გამოც კანონებს ამკაცრებს. სასჯელის ზომები მკაცრდება როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნისთვის, ასევე, გასაღებისთვის.