თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა პროტესტში ჩართულ სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა,- გიორგი შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა. თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა სტატუსის შეწყვეტის შესახებ 10 მარტს განაცხადა. მათი ინფორმაციით, მანამდე, 9 მარტს ისინი უნივერსიტეტში პროტესტს მიმართავდნენ, რა დროსაც შენობის დატოვება მოსთხოვეს.