გზავნილები, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდის გაგრძელებაა - ასე პასუხობს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ოპონენტები რამდენიმე თვეში პოზიციებს შეიცვლიან და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. უმრავლესობის გზავნილებს ილუზიას უწოდებს ოპოზიცია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პროგნოზების გამართლებას არც ექსპერტები ელიან. მათი განცხადებით არჩევნებში მონაწილებას აზრი არ აქვს, თუ მისი შედეგების სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.