კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩხოროწყუში, სოფელ მუხურის საინფორმაციო ქალთა ჯგუფისთვის ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებითა თუ პროგრამებით მიზნობრივად სარგებლობა და სოციალური პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, ჩხოროწყუში უკვე 450-ზე მეტი გადამზადებული პირი ჰყავს, პროგრამა მუნიციპალიტეტში მარტის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.