აშშ-ის ტარიფები და ევროპის საპასუხო რეაგირება - ევროკომისია აშშ-ისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს. ევროკომისიის მიერ წევრი ქვეყნებისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის ერთ ნაწილზე ტარიფები 16 მაისიდან, მეორე ნაწილზე კი 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის წინადადებას კენჭს 9 აპრილს უყრიან. პარალელურად, ტრამპის ტარიფებს ეხმაურება ჩინეთი და ისრაელი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის პოზიცია გაიზიარა და განმარტა, რომ ის თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, თუმცა ჩინეთმა ცალსახად აღნიშნა, რომ ის ტარიფების წინააღმდეგ სრული ძალებით იბრძოლებს - კიდევ რა გზავნილები აქვთ მსოფლიო ლიდერებს