„ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. ამ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მორიგ ინიციატივას რეპრესიულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაშიც საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი მიზანი, მესამე სექტორის სექტორის გაჩერებაა. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში გრანტების გაცემის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეიქმნება.