საერთაშორისო რეზერვები წელს, 200 მილიონი დოლარით შემცირდება. კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებს. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, „გალთ ენდ თაგარტი“ ელოდება, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წლის 9 141-დოლარიანი ნიშნულიდან 9 628 დოლარამდე გაიზრდება. გარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა, ორგანიზაციამ წარმოადგინა ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წელს წლიური ინფლაცია 3.7%-ს მიაღწევს. ამავე ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს საერთაშორისო რეზერვები 4.4 მილიარდი დოლარიდან 4.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.