დღეს აქციის მონაწილეები 24 სთ-იანი პროტესტისთვის ემზადებიან. მოქაქეები რუსთაველის გამზირზე საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან და ხვალინდელ დღეს, 9 აპრილის მემორიალთან შეხვდებიან. ადგილზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, მათ შორის შეკრებილ საზოგადოებას აქციებზე დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებიც მიმართავენ. დილის 4 საათიდან კი ქაშუეთის ტაძარში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმიერების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინება. უფრო კონკრეტულად რა იგეგმება დღევანდელ საპროტესტო აქციაზე და რას ამბობენ მისი ორგანიზატორები.