10 აპრილს ევროპის საბჭოში საქართველოს საკითზე იმსჯელებენ. რას უნდა ელოდოს „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს სხდომიდან - ოპოზიცია მმართველ პარტიას აფრთხილებს, რომ ევროპელი პარტნიორები მათ წინააღმდეგ მორიგ მწვავე რეზოლუციას მიიღებენ. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ამავე რეზოლუციაში კიდევ ერთხელ გაჟღერდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნა.