საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთში ჩავა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან. სალომე ზურაბიშვილი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასაც ეწვევა, სადაც როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გაიმართება რამდენიმე შეხვედრა.