პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომაზე, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, რობაქიძის დედა, ია მეტრეველი და ამ მკვლელობის თვითმხილველი, გოჩა მუკბანიანი უკვე გამოკითხეს. დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე დაიბარეს, თუმცა მათ კომისიასთან თანამშრომლობაზე საჯაროდ განაცხადეს უარი. ამის საპასუხოდ, კომისიის წევრები გვარამიას, ჯაფარიძისა და ასევე გივი თარგამაზის საქმეებს დღის ბოლომდე პროკურატურას გადასცემენ. რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით და რა პასუხები მიიღეს მათ,