მედია - გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ - Palitra News

მედია - გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ

2025-04-08 23:45:15+04:00

გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეარხი n-tv კოალიციურ მოლაპარაკებებთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ფედერალური არჩევნებიდან ხუთი კვირის შემდეგ გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი” და “სოციალ-დემოკრატიული პარტია” კოალიციაზე შეთანხმდნენ.

აღინიშნება, რომ საბაზისო შეთანხმება დღეს, 8 აპრილს, საღამოs იქნა მიღწეული და ახლა “საბოლოო დეტალებზე” მიმდინარეობს მუშაობა. წყაროების ცნობით, შედეგების გამოცხადება 9 აპრილს, შუადღით იგეგმება.

ასევე აღინიშნება, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის ბუნდესტაგში კანცლერად არჩევის თარიღად 6 მაისი განიხილება.