სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს. ის ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. თუმცა მეორე მხრივ ხაზს უსვამენ, რომ ახლა მეტი ყურადღება ქვეყნის შიდა პროცესებს უნდა მიექცეს. მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი სენატის პრეზიდენტთან და წევრებთან სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.