1989 წლის 9 აპრილის ისტორიულ და სიმბოლურ მნიშვნელობაზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორები. ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს. განცხადებების თანახმად, დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და მის სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისადმი. აღსანიშნავია, რომ დღეს აქციის მონაწილეებთან საქართველოში ამერიკის ელჩი რობინ დანიგანიც მივიდა. რა გამოხმაურება მოყვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.