9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგაც მოვლენათა ეპიცენტრი კვლავ რუსთაველის გამზირია,- საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ღამე გაათენეს და მემორიალთან მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს ბანერებით და შეძახილებით დახვდნენ. საჯარო მოხელეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.