დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა. დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა. ტრამპის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას სთხოვენ. ახალ ტარიფებს პასუხობენ ჩინეთში და აცხადებენ, რომ მზად არიან საკუთარი ინტერესების დასაცავად შემდგომი ნაბიჯები გადადგან.