მორიგი კრიტიკული გზავნილები "ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტარების მხრიდან,- ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს და გასული წლის ანგარიში წარადგინეს, რომელიც საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, პროგრესზე საუბარი ძნელია. ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დისტანცირება მოახდინა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა.