დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა. დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა. ტრამპის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას სთხოვენ. ახალი ტარიფების საპასუხოდ ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. ამერიკულ ტარიფებს პასუხობს ევროკავშირიც. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა მდგომარეობა საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზეც.