გაფართოვდება თუ არა საერთაშორისო სანქციები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ? ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ მუშაობენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაკისრებაზე. კრიტიკული გზავნილები ისმის ევროკავშირიდანაც. ევროპელი დიპლომატების ნაწილი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას ითხოვს. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ სანქციები არ მუშაობს, საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.